ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ყოფილი დედამთილის ჩვენებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბასილაშვილის ოჯახი აგრძელებს მის დისკრედიტაციას და დაკნინებას. როგორც დოროყაშვილმა აღნიშნა, მოინიშნა ცილისწამებები, რომელიც ნატალია ნაჭყებიამ სასამართლოზე გააჟღერა და აპირებს სარჩელის მომზადებას.
„მე არ მქონია სხვა მოლოდინი, რადგან დაცვის მხარის პოზიცია თავიდანვე ასეთია, ორი წელია, ბრალს არ აღიარებს. ბუნებრივია სხვა მოლოდინი არ მქონდა, ეს ოჯახი ისევ აგრძელებს ჩემს დისკრედიტაციას - რაც ხდებოდა ჩემი დისკრედიტაცია, დაკნინება, ფსიქოლოგიური წნეხი ამ ოჯახის მხრიდან, ის გრძელდება. ბევრ ნაწილში ჰქონდა ადგილი ცილისწამებას, მე მოვინიშნე ეს დეტალები და სარჩელს მოვამზადებ აუცილებლად. მოვისმინე ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია, თითქმის ყველაფერი ცრუ ინფორმაცია მოვისმინე. აუცილებლად პასუხს მოვთხოვ ქალბატონ ნატალიას“, - განაცხადა დოროყაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ბასილაშვილის დედამ სასამართლოზე წარადგინა მასა და დოროყაშვილს შორის არსებული მიმოწერა, სადაც რძალი დედამთილს გიორგი ნარსიაზე წერდა, რომ არ სურდა, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეჯვარე ყოფილიყო.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მოლაპარაკებები უკვე დავასრულე და ბიზნესაქტივობით რუსეთის ფედერაციაში გადავდივარ“ - კოკა მორგოშია
🔵„ინტერნეტი აღარ იარსებებს და თუ ბუნკერში ჩავასწარით, ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს“ - ლალი მოროშკინა