Digest Logo

🎥 ავარია აეროპორტის გზაზე - გავრცელებული ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

1692800971
ავარია აეროპორტის გზაზე -

თბილისში, აეროპორტის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას და ვიდეომასალას „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.

არსებული ცნობით, საპირისპირო ზოლში მომავალი ავტომობილი ორ ავტომობილს შეეჯახა.

გავრცელებული ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.