Digest Logo

ავარია კახეთში - დაიღუპა 1 ადამიანი

1751141621
პოლიცია

კახეთში, დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა.

გავრცელებული ცნობით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ტრაქტორი გადაბრუნდა და შიგ მსხდომი მამა-შვილი მოიყოლა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.