Digest Logo

ავარია ქობულეთში - მანქანა დედა-შვილს დაეჯახა, დედა დაიღუპა

1725012244
პოლიცია

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი ზებრაზე გადადიოდა, რა დროსაც მათ გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ტაქსი დაეჯახა.

თვითმხილველების ცნობით, დედა-შვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

დაშავებული მოზარდი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. რაც შეეხება ბავშვის დედას, მიყენებული დაზიანებების შედეგად ის დაიღუპა.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები და სასწრაფო და სამაშველო ჯგუფების თანამშრომლები იმყოფებოდნენ.