Digest Logo

„ავიყვან! დღესვე წამოვიყვან...კარგად ვიცი როგორი ტკივილია, ვერ იყოლიო შვილი“ - რას წერს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე?

1690392450
თეა გოდოლაძეთეა გოდოლაძე

თბილისის ერთ-ერთი კლინიკის მედიკოსი სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელ ამბავს ავრცელებს და წერს, რომ 3 დღის ჩვილი გოგონა დედამ მიატოვა. ექიმი განმარტავს, რომ მიტოვების სავარაუდო მიზეზი საზოგადოების თვალში დედის „პატიოსანი ქალის“ სახელის შელახვაა. ჩვილთან სოციალური მუშაკი უკვე იმყოფებოდა, რომელიც ახალშობილს უახლოეს დღეებში თავშესაფარში გადაიყვანს.

„3 დღის მარიამი დღეს სამშობიაროში დატოვეს... მან მხოლოდ ის დააშავა, რომ მის გამჩენს „პატიოსანი ქალის“ სახელს შეულახავდა“ - თბილისში ჩვილი მიატოვეს

აღნიშნულ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ავიყვან! დღესვე წამოვიყვან უამრავი ადამიანია რიგში, უამრავ ადამიანს უნდა ჰყავდეს შვილი და არ ჰყავს. კარგად ვიცი რა არის ეს და როგორი ტკივილია, ვერ იყოლიო შვილი“ - წერს გოდოლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „უფრო დიდი ქუდები ჩამოიფხატეთ აეროპორტებში, თქვე სირაქლემებო, ტ@აკს სად დამალავთ, ტ@რაკს?“ - ვის მიმართავს ლალი მოროშკინა

🔵„ენი, ცოტა ნამუსი იქონიე და სანამ ჩემს ოჯახზე რამეს იტყვი, დაფიქრდი…“ - რას წერს ლენუკა ყიფშიძე

🎥 „მთელი ნიუ-იორკი ფეხზე დააყენა, შემდეგ კი ცოლად მომიყვანა“ - გაიცანით ქალი, რომელიც საქართველოსთან, შვილთან და ოჯახთან 10-წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში პირველად დაბრუნდა