Digest Logo

ავტოსაგზაო შემთხვევა ხელვაჩაურში - დაღუპულია ერთი ადამიანი

1781803452
პოლიციაპოლიცია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარია ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერგეს მონაკვეთზე მოხდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.