
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სტუმრად გადაცემაში „მამების დრო“ იმყოფებოდა, სადაც საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა და ბავშვობაც გაიხსენა:
„ყველა ადამიანისთვის ბავშვობა სასიამოვნოდ გასახსენებელია. არც მე არ ვიქნები გამონაკლისი, რადგან ლამაზი მოგონების წლებია. ხონში დავიბადე და გავიზარდე ასე რომ ვაიდენტიფიცირებ თავს როგორც ხონელი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვეულებრივი და სტანდარტული ბავშვობა მქონდა, განსაკუთრებული სპორტული მიდრეკილებები არ მქონია, თუმცა ჩემ თანატოლებთან ერთად ყოველთვის ვთამაშობდი სტადიონზე და ვცდილობდი დრო მათთან ერთად.
წიგნის კითხვა და სწავლა მიყვარდა. შესაძლოა ზოგჯერ მათთან ერთად სათამაშოდ არ წავსულიყავი, სწავლის გამო და ამას გაგებით ეკიდებოდნენ ხოლმე. პრიორიტეტი უფრო აქეთ მქონდა. კარგი პედაგოგი მყავდა, რომელიც ასევე ჩემი მეზობელი იყო მამეცადინებდა ხოლმე.
კი რა თქმა უნდა 90-იანი წლები იყო, გაჭირვება, მაგრამ ამ ნაწილს დიდად არ ვეხები რადგან არ მინდა ბევრი საუბარი. გაიარა და ასე. პურიც არ იყო, საჭმელიც, მაგრამ დადებითად მახსენდება ბავშვობა მაინც.
აბსოლუტური სმენა ყველას არ აქვს, მაგრამ დედაჩემს მაინც ჰქონდა სურვილი ფორტეპიანოზე მივეყვანე. ხონში ორი სამუსიკო სასწავლებელია. ერთ-ერთში, რომელსაც პრესტიჟულად მიიჩნევდნენ, შემიყვანეს მანდ. გავედი გამოცდაზე, სადაც იყო ასეთი ფორმატი - აიღებდნენ ნოტს და უნდა გამოგეცნო, ვერც ერთი გამოვიცანი. ჩავიჭერი. ასეთი ტიპი ვარ რომ, ნებისმიერ საქმეში პირველი უნდა ვიყო. სადაც მაჩანჩალა ვიყავი იქ რა თქმა უნდა არ მინდოდა ყოფნა. ერთი წელი გასტანა ამ ტანჯვამ.
ტკბილეული ბავშვობაში სულ მიყვარდა და ახლაც მიყვარს. დაუოკებელი სურვილი მქონდა, რომ ისინი მომეპოვებინა. ვიცოდი სადაც იმალებოდა ეს ტკბილეული. ფარული მოპოვების დროს გადმომეყარა მთელი კარადა თავზე.
დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ცხოვრებაში ბედნიერებას. ასე რომ მაინც ვიტყვი რომ ბედნიერი ბავშვი ყოველთვის ჯანმრთელია.
ძალიან ახალგაზრდა ასაკი გავჩნდი მე და საკმაოდ დიდი ხანი იყო მამა ჩემგან იზოლირებული. დაბრუნდა ჩვენ ცხოვრებაში. ისედაც მქონდა შეხება, თუმცა თვეში ერთხელ. შემდეგ ჩემი ძმაც გაჩნდა და ცხრა წლიანი სხვაობა არის ჩვენ შორის“,- ჰყვება ბიძინა კულუმბეგოვი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება 10 მაისს საქართველოში?
⭕„დიდი კომპოზიტორის დაბადების დღეა!“ - ზურა ხაჩიძის მილოცვა მარიკა კვალიაშვილს