Digest Logo

ბადრი ვადაჭკორია საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

1787078025
ბადრი ვადაჭკორია საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია დღეს, 18 აგვისტოს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში გაიმართა.

ოჯახს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან და დედაქალაქის მერთან ერთად მიუსამძიმრა.

ბადრი ვადაჭკორია 20-ზე მეტი ფოტოკრებულის ავტორია. იგი იყო ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, „ოქროს ფრთის“ ლაურეატი, არაერთი საერთაშორისო ფოტოკონკურსის მონაწილე და გამარჯვებული, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

ფოტოგრაფი 79 წლის ასაკში 14 აგვისტოს გარდაიცვალა.