ცნობილი ფლორისტი და „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი, ზურა შევარდნაძე, სოციალურ ქსელში გამომწერების ნაწილის კრიტიკასა და მითითებებს ემოციური ვიდეომიმართვით პასუხობს. იგი საზოგადოებას მოუწოდებს, სხვისი ცხოვრებით დაინტერესების ნაცვლად, საკუთარ საქმეს მიხედონ.
შევარდნაძე აღნიშნავს, რომ თავად არასდროს ერევა სხვის საქმეში და არავის ასწავლის ჭკუას, შესაბამისად, მსგავს დამოკიდებულებას არც სხვებისგან მოითმენს:
„ნუ შემჭამეთ!!! არამკითხემოამბეებო… თქვენი საქმით და ცხოვრებით დაკავდით!!!! 47 წლის ვხვდები და აწი ვერ გავიზრდები. ერთი არ არსებობს, ვინმეს რამე მივუთითე ან ვასწავლე.
„ძვირია“, „ბაღში შესვლა უნდა იყოს უფასო“, „ყვითელი კაშნე რატომ გიკეთია?“, „ბეჭედი რატომ გიკეთია?“, „10 ლარად ნერგები ძვირია“, „ხალიჩები დაარიგეთ უფასოდ, ჩაგეთვლება მადლში“ - მოძღვარიც მყავს, ნათესავიც, დედაც და მამაც. მომცემენ ისინი რჩევებს, თუ საჭიროა. მე თვითონ მივხვდები, როგორ წარვმართო ცხოვრება - როგორც მინდა და როგორც მე მსურს. ვიღაც ქალი შემოვიდა ხელჩართულ ჩხუბში, რატომ არ თესავ პომიდორს, ხომ ხედავ რამხელა მოთხოვნა არისო?! ქალო, გასწავლით ვიდეოში ყველაფერს, როგორ დათესოთ პომიდორი, გაამრავლო და ა.შ. დათესეთ თქვენც“, - აცხადებს ზურა შევარდნაძე.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: