უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ნიკა გელენიძეა.
არსებული ინფორმაციით, ის იმ დროს დაიღუპა, როდესაც უკრაინაში ორი კვირის წინ მოკლული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოსაყვანად ბახმუტში შედიოდა.
„დაიგეგმა რამდენიმე ოპერაცია ცხედრების გამოსაყვანად, სამწუხაროდ, წარუმატებლად. ბოლო ფაზამ ოპერაციის კიდევ უფრო დაგვწყვიტა გული და კიდევ ერთი მსხვერპლი მოიტანა ჩვენს რიგებში. გახსნეს საარტილერიო ცეცხლი და ამ ცეცხლში მოყვა ქართველი მებრძოლი“, - აცხადებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ნინა, გვიხარია შენი დაბრუნება“ - წკრიალაშვილი დასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
🎥 „მაღაზიაშიც არ გავალ პომადის და მაკიაჟის გარეშე...“- მანანა თოდაძე