ტელევიზიიდან თუ სხვადასხვა ინტერნეტგვერდებიდან გვასწავლიან, რომ უნდა მოვიშოროთ ყველაფერი ზედმეტი სახლიდან, ცხოვრებიდან, გონებიდან… და ჩვენც სრულიად ვეთანხმებით ამას: ნაგვის და უსარგებლო ნივთების ადგილი ხომ სანაგვეზეა, ასე გვასწავლეს! თუმცა, ეზოტერიკოსებს თუ დავუჯერებთ, ზოგიერთი ნივთის გადაგდება სახლიდან კატეგორიულად დაუშვებელია.
1. საათი
ითვლება, რომ თუ მომუშავე საათს გადააგდებთ, ეს ცუდის ნიშანია. ასე, თითქოს საკუთარ დროს აგდებთ სანაგვეზე. საათი, რომელიც დიდხანს იყო თქვენს სახლში, თქვენი ენერგიითაა დამუხტული. თუ ვიღაც აიღებს თქვენს საათს, შესაძლოა ესეც კი ნეგატიურად აისახოს თქვენზე.
თუ საათი გატყდა ან გაფუჭდა-შეაკეთეთ, მაგრამ თუ აღარაფერი ეშველება მაშინ პატარა დეტალებად დაშალეთ და ისე გადაყარეთ. თან წარმოთქვით: „მადლობა, რომ კარგად მემსახურეთ. დაისვენეთ, რომ სხვა პატრონი აღარ იცოდეთ.”
2. საფულე
საფულე-ფულის თილისმაა. ის ფულის ენერგეტიკითაა დამუხტული. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საფულე სწორად გამოცვალოთ, რათა ეს ენერგეტიკა არ დაკარგოთ.
თუ საფულე უკვე დაძველდა და ახალი შეიძინეთ, პირველ ხანებში ორივე საფულე ერთად ატარეთ. შემდეგ კი ძველი საფულე ერთი კვირით სახლში დატოვეთ. ახალი საფულიდან ერთი კუპიურა ამოიღეთ, ძველში ჩადეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადააგდეთ.
3. ფოტოსურათი
რა დროც არ უნდა გავიდეს, ფოტოსურათები მასზე აღბეჭდილი ადამიანების ენერგეტიკას მაინც ინახავენ. ტყუილად როდი იყენებენ ფოტოებს სხვადასხვა რიტუალებისთვის. იმისთვის, რომ ნეგატიურ ზემოქმედებას თავი ავარიდოთ, ფოტოები არ უნდა გადავყაროთ. მათი ადგილი ფოტოალბომშია. და თუ მაინც გინდათ არასასურველი ფოტოსგან გათავისუფლდეთ, უბრალოდ დაწვით.
4. პური
ზოგადად, საჭმლის გადაყრა არ შეიძლება. თუმცა, ზოგჯერ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მაგრამ პურის გადაგდება არაფრის დიდებით არ შეიძლება. პური-ბარაქის სიმბოლოა. თუ პური დაძველდა ჩიტებს ან სხვა შინაურ ფრინველებს გადაუყარეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ნაგავში არ ჩაყაროთ.
იგივე შეიძლება ითქვას მარილზეც. ის წარმატების და ოჯახური ბედნიერების სიმბოლოდ ითვლება. მისი გადაყრით ან გასესხებით თქვენ შესაძლოა კეთილდღეობას გამოემშვიდობოთ.
5. ხატი
უხსოვარი დროიდან ითვლება, რომ რელიგიური დანიშნულების მქონე საგნების გადაყრა დაუშვებელია. თუ ხატი არ გინდათ და არ იცით როგორ მოიქცეთ-ეკლესიაში მიიტანეთ.ზოგისთვის ეს ყველაფერი ცრურწმენაა, ზოგისთვის კი – ინფორმაცია, რომელიც უნდა გაითვალისწინოს. არჩევანი თქვენზეა. მთავარია, კომფორტულად იგრძნოთ თავი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕დათო ევგენიძეს მამა გარდაეცვალა
🎥 მარიამ შენგელიას მიერ შესრულებული „ირინოლა“, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა
🎥 ვერიკო ანჯაფარიძის წერილი გარდაცვლილ მეუღლეს
წყარო: shenihoroskopi.ge