Digest Logo

ბარსელონაში 32 წლის ქართველი ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი დააკავეს

1717785680
ბარსელონაბარსელონა

ბარსელონაში 32 წლის ქართველი ქალის, ნათია გულბანის მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი დააკავეს, რომელიც აგრეთვე საქართველოს მოქალაქეა. ესპანურ მედიაში თავდაპირველად გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადავარდა. თუმცა მალევე, გამოძიება მკვლელობის ვერსიაზე გადაერთო.

„თავიდან, გამომძიებლებმა მიიჩნიეს, რომ შესაძლოა, საქმე თვითმკვლელობასთან ჰქონოდათ, რადგან დანაშაულის არავითარი კვალი არ ჩანდა. თუმცა, აივანზე აღმოჩენილი მტკიცებულებების ანალიზმა, აგრეთვე გარდაცვლილის გაკვეთამ ეჭვი გააჩინა მის შესაძლო მკვლელობასა და იმაზე, რომ სავარაუდო დამნაშავე მისი ქმარი იყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არსებული ცნობით, ქალი ესპანეთში საცხოვრებლად ორი წლის წინ გადავიდა.

ნათია გულბანის საცხოვრებელ სახლთან ესპანეთის მოქალაქეები და ქართველი ემიგრანტები ფემიციდის საწინააღმდეგო პლაკატებით მივიდნენ და გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მადლობის გამომხატველი სიტყვები, რომელიც ძალას გაცლით - რა ფრაზების დახმარებით შეგიძლიათ მისი კვლავ დაბრუნება

„გილოცავთ ბუთქუჩებო!“ - ნინო სურგულაძის შვილებს დაბადების დღე აქვთ

🎥 „ღამის სიჩუმე გაფანტე“ - ძმები არველაძეების და მანიკა ასათიანის შესრულება სოცქსელს იპყრობს