Digest Logo

ბათუმის ბულვარში ბავშვი დაიღუპა

1678691730
ბათუმი ბულვარი

ბათუმის ბულვარში უბედური შემთხვევა მოხდა. ბულვარში უეცრად მოვარდნილმა ქარმა ბატუტი გაიტაცა, რომელზედაც ბავშვები იმყოფებოდნენ.

შემთხვევის შედეგად კი ერთი მათგანი დაიღუპა.  უბედური შემთხვევა 13 მარტს გვიან ღამით არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ისჯება შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ხუთ წუთში ერთხელ ვულოცავთ და ყველა ჯერზე უკვირს და უხარია“ - ნანიკო ხაზარაძე მამის დაბადების დღეზე

🔵ტრაგედია ნანა ლეჟავას ოჯახში - ჟურნალისტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

🎥 „Gen Z არა ტაშტი! დაკვირვებული ვარ, შანსი არაა რამე რომ არ გააფუჭოთ თქვენი კულტის და ბაბლის სინდრომით!“ - რას ამბობს დომენიკ მანგო