Digest Logo

ბათუმში 10 წლის ბავშვს ხელში პიროტექნიკა აუფეთქდა - მოზარდი მძიმედ დაშავდა

1694081239
ვპიროტექნიკა

ბათუმში 10 წლის ბიჭს ხელში პიროტექნიკა აუფეთქდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ცნობით, აფეთქების შედეგად ბავშვმა მძიმე დაზიანებები მიიღო სახის არეში, ერთი თვალი დაკარგა.მოხერხდება თუ არა მეორე თვალის გადარჩენა, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა პირმა განუცხადა, ბავშვმა გადაგდებული პიროტექნიკა იპოვა და ანთების დროს აუფეთქდა ხელში.

ბავშვი თბილისშია გადაყვანილი და დღეს კიდევ ერთ ოპერაციას გაუკეთებენ.