Digest Logo

ბათუმში 20 წლის ბიჭი მოკლეს - მას 19 ტყვია ესროლეს

1666165732
ბათუმში 20 წლის ბიჭი მოკლეს

18 ოქტომბერს გვიან ღამით ბათუმში 20 წლის ბიჭი მოკლეს. ის რესტორანში იყო, რა დროსაც 19 ტყვია ესროლეს. როგორც ცნობილია, მკვლელმა წინასწარ იცოდა, სად იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაცი. 

სროლის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„კაცი იყო წითლებში ჩაცმული. ჩაცხრილა რესტორნის მარცხენა მხარეს. სროლის დროს შიგნით შემოვედი თავისთავად, რომ გამოვედი, გავიგე, რომ ჩვენს რესტორანთან ახლოს მანქანა ელოდებოდა და ჩაჯდა და გაიქცაო. მე როგორც გავიგე რესტორნიდან, შიგნით ჰყავდა ინფორმატორიო, შიგნიდან აწვდიდნენ ინფორმაციას გარეთ. კონკრეტული პირისკენ იყო მიმართული. სავარაუდოდ, დაგეგმილი ჰქონდა“, - განაცხადა თვითმხილველმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი თურქეთის მოქალაქეა.