
ბათუმში, სანაპიროზე, ახალგაზრდა კაცს სკუტერი შეეჯახა, რის შემდეგაც კაცს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
პაციენტს ოპერაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუკეთეს.
პაციენტს ოპერაციის შემდეგ, კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება დასჭირდა, რის გამოც მისი დედაქალაქში ტრანსპორტირება გახდა საჭირო.
ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.