ბათუმში, ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 30 წლამდე კაცს ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ცნობით, კაცი მანქანაში ბენზინს ასხამდა, რა დროსაც სიგარეტს მოუკიდა და ცეცხლი წაეკიდა.
ავტომანქანას ცეცხლი არ გასჩენია.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კაცი თავდაპირველად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულს მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.
დაშავებული მამაკაცი ქუთაისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.