
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი ადამიანების ყურადღების ცენტრში თავისი ჩაცმის სტილის გამოც ხშირად ექცევა.
ტელეწამყვანმა გადაცემაში „იმედის დღე“ სტილის ევოლუციაზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებზე, დაკვირვებებზე ისაუბრა და ბავშვობა გაიხსენა:
„მე ვერ ვცნობ ჩემს ბავშვობას, გარეგნობა ძალიან შეცვლილია. ახლა ძალიან სიმპათიური ვარ. ვიყავი ჭკვიანი, არ ვცელქობდი, დამჯერი, სადაც დამაყენებდნენ იქ ვიდექი. სკოლაში ცუდად ვსწავლობდი, მაგრამ ვიყავი წყნარი, ვერ ვიმახსოვრებდი, ვერ ვსწავლობდი. ერთადერთი საგანი იყო ქართული ენა და ლიტერატურა რაც მიყვარდა და მოწოდების სიმაღლეზე ვიდექი. ძალიან კარგად ვწერდი თემებს.
მაქვს ძალიან უცნაური მეხსიერება, არაფერი არ მახსოვს, მაგრამ რომ დამჭირდება სულ ამოტივტივდება.
16 წლის ვიყავი თბილისში რომ ჩამოვედი, თქვენს მტერს მე დღე გავიარე. არ ვიცოდი გზები, ავტობუსები, თან ამ ყველაფერს არ ვიმჩნევდი. ჩავაბარე თეატრალურში, ძალიან ნაცრისფრად მიდიოდა ჩემი ცხოვრება. ერთ დღესაც შევედი ტუალეტში და დავიფსი ფეხზე. რომ გამოვედი არ დამიხედია, თურმე ცალი ფეხსაცმელი გაყავისფრდა და რომ შევედი ჯგუფში, ატყდა დედა, ჯაჯანიძეს სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელი აცვიაო.
მე თქვენ გასწავლით სხვადასხვას მეთქი და ორი პერანგი მქონდა, გავჭერი და გადავაბი ერთმანეთს. იქიდან მოვირგე ეს სტილი, თან მომწონს“, - იხსენებს გია ჯაჯანიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ჯანსაღი ენერგიის ბომბი! - გიორგი ფხაკაძე ბანანისა და კენკრის სმუზის რეცეპტს გვიზიარებს