Digest Logo

ბათუმში, სავარაუდოდ, ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ტურისტი გააუპატიურა

1724137667
გაუპატიურება

ბათუმში, სავარაუდოდ, ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ტურისტი გააუპატიურა. მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.

როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით არის დაწყებული, რაც 6-იდან 8 წლამდე, ხოლო დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებების მიხედვით, 15-იდან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც, ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ბელორუსის მოქალაქე სავარაუდოდ გააუპატიურა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სამყარომ მითხრა - გეყოფა ამდენი ტკივილიო და საჩუქრად ოთო გამომიგზავნა“ - რას ამბობს ცისანა სეფიაშვილი

„მომიტაცეს და ისეთი საოცრებები ჩავიდინე, მომაბრუნეს“ - რას იხსენებს ეკა ნიჟარაძე

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში