Digest Logo

„ბავშვისთვის ძალიან მძიმეა ამ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, რადგან შეიძლება მომავალში, თუკი მასწავლებელი ან დირექტორი ეტყვის რამეს, სურვილი გაუჩნდეს, რომ მათ ესროლოს რამე“ - მარინა კაჭარავა

1733465917
მარინა კაჭრავაა

„ბავშვს შეიძლება მომავალში, თუკი მასწავლებელი ან დირექტორი ეტყვის რამეს, სურვილი გაუჩნდეს, რომ მათ ესროლოს რამე და გასწიოს წინააღმდეგობა“, - განაცხადა „იმედის“ ეთერში ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ.

მანვე აღნიშნა, რომ აქციებში მონაწილეობამ ბავშვზე შეიძლება იმხელა ფსიქოლოგიური ზიანი მოიტანოს, რომ მას სარეაბილიტაციოდ დიდი დრო დასჭირდეს.

„ეს რა თქმა უნდა, ბავშვთა უფლებების დარღვევაც არის და მშობლების უფლებების დარღვევაც. სკოლაში რომ შევიდეს ვინმე და ბავშვებს მოუწოდოს, გარეთ გაიყვანოს, პირველ რიგში, ალბათ მშობელს უნდა ჰკითხოს ეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, მშობლებმა უნდა დავიცვათ ჩვენიც და სხვისი ბავშვიც. ბავშვისთვის ძალიან მძიმეა ამ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა გაუცნობიერებლად. შემდგომში მას შეიძლება ასევე გაუჩნდეს სურვილი, თუკი მასწავლებელი ან დირექტორი ეტყვის რამეს, მას ესროლოს რაღაც, გასწიოს წინააღმდეგობა. გარდა ამისა, ძალიან დიდხანს შეიძლება დასჭირდეთ მათ სარეაბილიტაციო ფსიქოთერაპიული პროცესები. ეს არის გარკვეული როლი, ამ როლში შესვლა, ბევრი ექსპერიმენტი გვიჩვენებს, რომ ამ როლიდან შეიძლება ბავშვი ვერც გამოვიდეს და ცხოვრებაშიც გაუგრძელდეს. აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად პატარა ბავშვები იყვნენ მსგავსი ტიპის აქციებზე“,- აღნიშნა კაჭარავამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თბილისის ქუჩები, რომლებსაც 6 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

🎥 პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

შსს: პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავა