როგორ ზრდიდნენ ძველად საქართველოში ბავშვებს - აღნიშნულ საკითხზე გადაცემა „ამ შაბათ-კვირაში“, დიმიტრი სილაქაძის რუბრიკაში, „ადამიანები ისტორიიდან“ ისაუბრეს.
ძველ დროში ბავშვს საკუთარი სივრცე არ ჰქონდა. ცალკე ოთახი, თავისი სივრცე ეს არ არსებობდა. ბავშვს ბავშვობიდანვე ამზადებდნენ იმდროინდელი გაგებით ცხოვრებისეული სირთულეებისთვის. 10-12 წლამდე შენ თუ მხედრობას ვერ ისწავლიდი, მერე დაგვიანებული იყო. ეს ძირითადად ფეოდალებზე ვრცელდებოდა, რადგან მხედარი სწორედ ფეოდალი იყო. ამიტომაც ბავშვებს ასწავლიდნენ სარაინდო ხელოვნებას, მშვილდოსნობას, ცხენოსნობას და ა.შ. წერა-კითხვას მოგვიანებით ასწავლიდნენ. ამიტომ იყო. რომ ძალიან ცოტამ იცოდა“, - ამბობს დიმიტრი სილაქაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: