თბილისში მოზარდებს უცნობი კაცი მეტროს ვაგონიდან აეკიდა. ის ბავშვების მოტყუებით წაყვანას ცდილობდა.
მან მოზარდებს უთხრა, რომ ისინი ექიმთან უნდა წაეყვანა, რადგან ერთ-ერთი მათგანი ახველებდა. ძმები ავტობუსის გაჩერებისკენ გაიქცნენ, სადაც უცნობიც გაჰყვა მათ. მოზარდებმა სავარაუდო დამნაშავის მოცილება ხალხის დახმარებით შეძლეს.
„ბავშვები რომ ბრუნდებოდნენ ცეკვიდან, მატარებელში აედევნათ ვიღაც კაცი. რომ გადმოვიდნენ ვარკეთილის მეტროსადგურში, სახლში რომ მოდიოდნენ, უფროსს უთხრა ამ უცხომ, რომ ბავშვი ექიმთან უნდა წაეყვანა, ვინაიდან ახველებდა. უფროსმა უთხრა, რომ არ სჭირდებოდა დახმარება, რადგან დედა ჰყავთ ექიმი. არ შეეშვა ეს ადამიანი არასოდეს. ბავშვს დაუწყო ძიძგილაობა და მოტაცება, რის შემდეგაც ჩემს უფროსს შვილს ხელი უკრავს ამ კაცისთვის და გამოქცეულან ესკალატორისკენ. რომ მორბოდნენ, ეს კაცი ისევ მოსდევდა მათ. ეს შეამჩნია უცნობმა ქალბატონმა, რომლის ძალიან დიდი მადლობელი ვარ. მიჰყვა ეს კაცი ავტობუსამდე ბავშვებს, ცდილობდა ავტობუსში ასვლას, სადაც უკვე ის ქალბატონი ჩაერია და უთხრა, თავი დაენებებინა. როდესაც ავტობუსის მგზავრები მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე, ჩააგდეს ეს კაცი ავტობუსიდან. უცხო გოგოებმა მოაცილეს სახლში ბავშვები და უღრმესი მადლობელი ვარ მათიც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კამერების შემოწმება და მისი იდენტიფიცირება“, - განაცხადა მოზარდი ძმების დედამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 სოფო ნიჟარაძე თეატრის სცენაზე დაბრუნდა - კადრები სპექტაკლიდან