Digest Logo

🎥 „ბავშვს შენიშვნას, ვერ მისცემ სიყვარულით...“ - რა ტრავმებს იწვევს შვილის სხვასთან შედარება მშობლის მიერ? ფსიქოლოგის რჩევები

1742822281
 მარიამ დავითინიძე

რა ტრავმებს იწვევს შვილის სხვასთან შედარება მშობლის მიერ? როგორ აყალიბებს მშობელი შვილში კომპლექსებს უნებურად? - ამის შესახებ გადაცემაში „დღის პოსტი“ მარიამ დავითინიძე საუბრობს და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

„დღესაც ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ როცა შვილს სხვას ადარებს ამით იგი ბავშვს აძლევს მოტივაციას. თვითშეფასება არ არის მარტივი, იგი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანისთვის, პირველ რიგში კი არის საკუთარი თავის შეცნობა. 

შედარება სხვასთან ავიწყებს ბავშვს მის თავის შეცნობას, რადგან მშობელი როცა სხვას ადარებს ბავშვს უჩნდება სურვილი, იმისთვის რომ დედამ შეაქოს უნდა ჰგავდეს სხვას, ამით კი მისი თვითშეფასება და პირადი მოტივაციაც დაცემულია და ბავშვს უჩნდება კოპლექსებიც.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ თუ გინდათ ბავშვმა საკუთარ თავს სცეს პატივი, მშობლები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს მის აზრს.

ბავშვს შენიშვნას ვერ მისცემ სიყვარულით, შენიშვნა უფრო მეტად არის დასჯაზე და გაკიცხვაზე ორიენტირებული“, - ამბობს ფსიქოლოგი. 

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როდის არის საშიში ლიმფური კვანძების გადიდება? - კოტე თოდუას რჩევები

🎥 „მშვიდობა“ ჰქვია სიმღერას და მესიჯიც ნათელია ამით“ - მარიამ შენგელია „ევროვიზიის“ საკონკურსო ნომერზე

⭕„გახდი ინფლუენსერი და ფული თავისით მოვაო...“ - რას წერს ნინო მუმლაძე?