Digest Logo

„ბედნიერი დღეა, ვინაიდან უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის დაწყებულ გზას ვაგრძელებთ“ - ლაშა ტალახაძე

1779004383
ლაშა ტალახაძე

„ყველა მართლმადიდებელი ადამიანისთვის ოჯახი არის ყველაზე დიდი ბედნიერება, სიწმინდე და მინდა თითოეულ ქართველს ოჯახში ვუსურვო სიმშვიდე, სიყვარული, ბედნიერება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლაშა ტალახაძემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე მსვლელობაზე განაცხადა.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს. დღეს საქართველოში არის ბედნიერი დღე, ვინაიდან უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის დაწყებულ გზას ვაგრძელებთ თითოეული ჩვენგანი.
ყველა მართლმადიდებელი ადამიანისთვის ოჯახი არის ყველაზე დიდი ბედნიერება, სიწმინდე და მინდა თითოეულ ქართველს ოჯახში ვუსურვო სიმშვიდე, სიყვარული, ბედნიერება და რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნე, უწმინდესის დაწყებულ გზას აუცილებლად გავაგრძელებთ . ზუსტად ეს არის მაგალითი, რამხელა სიყვარული გაგვაჩნია ოჯახის“, - აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.