Digest Logo

ბექაური და თუშიშვილი ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ

1711287052
ბექაური და თუშიშვილი

თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრებო დღეს ფინალში იჭიდავებენ ლაშა ბექაური და გურამ თუშიშვილი, ხოლო ბრინჯაოსთვის მიხეილ ჯაფარიძე და საბა ინანეიშვილი იბრძოლებენ.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექაურმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი, ამერიკელი ჯონ იაინი, რუმინელი ალექს ჩრეტი და ბერძენი თეოდოროს ცელიდისი. ფინალში ქართველის მეტოქე აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევი იქნება.

+100 კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა გერმანელ ერიკ აბრამოვს, მონღოლ პერენლეიამც უსუხბაიარს, სლოვაკ მარიუს ფიზელსა და ყაზახ იერასილ კაჟიბაიევს აჯობა, ხოლო ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს დაუპირისპირდება.

ამავე წონაში ბრინჯაოსთვის იჭიდავებ საბა ინანეიშვილი, რომელმაც მონღოლი ცეცენცენგელ ოდხუ და ყაზახი გალიმჟან კრიბკაი დაამარცხა, მერე უშანგი კოკაურთან წააგო, მაგრამ რეპეშაჟში ლოსენი კონე დაჯაბნა, შესაბამისად, ბრინჯაოსთვის ყაზახ იერასილ კაჟიბაიევს შეხვდება.

100 კგ წონით კატეგორიაში მიხეილ ჯაფარიძე კანადელი კაილი რეიესის, ინდოელი სინგ ავტარის და ყაზახი ისლამ ბოჟბაიევის დამარცხების შედეგად ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან წააგო და ბრინჯაოსთვის მოუწევს ტატამიზე გამოსვლა, მისი მეტოქე კი უნგრელი შომბორ ვეგი იქნება. ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან აიღებს სტარტს.

დღეს, უმედლოდ დარჩნენ ირაკლი დემეტრაშვილი, უჩა ტაბატაძე, სოსო ებილაშვილი, ონისე სანებლიძე, იმედა გოგოლაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, ლუკა ბაბუციძე, აკაკი ჯაფარიძე, სოფიო სომხიშვილი და ეკა ზამთარაშვილი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ოზურგეთში 40 წლამდე კაცი დაჭრეს - ბრალდებული დაკავებულია

რატომაა საბედისწერო ბოშა ქალის ნაწინასწარმეტყველები და რა გავლენას ახდენს „ქუჩაში გამოჭერილ კლიენტზე“ ბოშების სიტყვა და მზერა

🎥 გელა გნოლიძისა და მისი შვილის უთბილესი ვიდეო