ჩხოროწყუელ 27 წლის ანი პაპავას უკვე მეხუთე დღეა ეძებენ. ახალი ამბის გასარკვევად „დაიჯესტი“ მის მეგობარს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს და საქმეში პოლიციაა ჩართული.
„სიახლე არაფერია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც, თუმცა ვერანაირ კვალზე ვერ გავედით.
თავიდან ამბობდნენ, რომ ცოცხალია, ახლა უკვე მაგასაც ვეღარ გვეუბნებიან. აღარ მჯერა.
ბევრ ურთიერთგამომრიცხავ ვარაუდებს ვისმენთ ეს 5 დღეა. ჩემი საუკეთესო მეგობარია, ორი მცირეწლოვანი 6 და 7 წლის შვილები ჰყავს.
ჯანმრთელობის პრობლემაც არ ჰქონია. ვარაუდიც კი არ გვაქვს ოჯახის წევრებს სად შეიძლება წასულიყო.
იქნებ კიდევ უფრო მეტად გავავრცელოთ ინფორმაცია“, - ამბობს ანი პაპავას მეგობარი „დაიჯესტთან“ ინტერვიუში.
ცნობისთვის, ანი პაპავა 10 მაისს, დაახლოებით 11:00საათზე, ჩხოროწყუს რაიონ სოფელ ნაფიჩხოვოში იმყოფებოდა, მისი ბოლო ადგილმდებარეობა კი ქუთაისის ავტოსადგური აღმოჩნდა.
ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე :577624333
აგრეთვე დაგაინტერესებთ: