UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე დაწერა, რომ უკვე იცის, როდის ჩატარდება ორგანიზაციის ღონისძიება ესპანეთში.
როგორც ჩანს, 27 წლის დაუმარცხებელი ქართველი MMA-ის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარს ესპანეთში დაიცავს.
„UFC ესპანეთის თარიღი უკვე ვიცი“, – წერს ილია.
Ya tengo fecha para UFC España😎
— Ilia Topuria (@Topuriailia) May 14, 2024
ესპანეთში აქამდე UFC-ის ღონისძიება არ ჩატარებულა.
შეგახსენებთ, ილია თოფურიამ ავსტრალიელი ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაამარცხა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რამდენიმე კვირაა, ახალი პლატფორმის შექმნაზე მუშაობს
⭕გოდერძის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია