მსახიობისა და მომღერლის, ნანკა გვარის გადაცემის, „მარტოობის 15 წუთის“ გასულ ეპიზოდს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე სტუმრობდა.
ნიკოლოზ წულუკიძემ გადაცემაში საკუთარ ტრაგედიაზე, ცხოვრებასა და შიშებზე ისაუბრა:
„ხშირად გვერდიდან ვუყურებ ხოლმე ჩემ თავს. ერთხელ მახსოვს, როდესაც ჩემი შვილის ამბავი მოხდა პირველად გამოვედი სახლიდან და ვხედავ, რომ მამა ეხუტება თავის ბიჭ შვილს. უცბად ჩემ თავს ვეკითხები - მე არ შემიძლია გავაკეთო იგივე. ღმერთს ვთხოვე - მომეხმარე ისე ვიცხოვრო, რომ ამან რაც ყველაზე მშვენიერია, მშობლის ურთიერთობა შვილთან, არ გამაღიზიანოს. გამოცდის წინ რომ შენ თავს ამოწმებ, აი ისე ვეძებდი ამ სცენას და მაინტერესებდა რა რეაქცია მექნებოდა. გარკვეულ პერიოდი შემდეგ მივხვდი რომ ძალიან მესიამოვნა. ეს იყო დიდი გამარჯვება ჩემ თავთან. ბევრი ფიქრი ჩემს თავთან, დიდი განსაცდელის შემდეგ დავიწყე, მანამდე სამყარო ჩემი მეგონა და ვთვლიდი, რომ ბედნიერებას ვიმსახურებდი“, - აღნიშნა ნიკოლოზ წულუკიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბედნიერი ვარ რომ აქ ვარ...“ - ნოემბრის სანაკრებო შეკრება დაიწყო