ექიმმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ პოდკასტში „სტუმრად ანასთან“ შეაფასა საზოგადოების დამოკიდებულება, პოლიტიკური კულტურის განვითარების აუცილებლობა და ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყანაში. მისი თქმით, მოსახლეობამ წლების განმავლობაში ბევრი სირთულე და ტყუილი გამოიარა, ხოლო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაა საჭირო.
ნადირაძემ აღნიშნა, რომ პიროვნების კულტი არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე პოლიტიკური დაპირისპირება გაცილებით მძიმე ფორმებს მიიღებდა:
„მე, საერთოდ ეს პიროვნების კულტი არ გამაჩნია, მაგრამ რასაც ვუყურებ, რომ არ ყოფილიყო, ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი დახოცავდნენ და დაჭამდნენ ერთმანეთს პოლიტიკოსები, თუ „ოცნებაში“ თუ „ოცნების“ გარეთ. რაღაცნაირად არის აი, ამ მშვიდობის გარანტი. მოდის ახალი თაობა და მჯერა, რომ ისწავლის ჯანმრთელ პოლიტიკურ ცხოვრებას. ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ იქამდე, რომ ტრიბუნიდან მოგვარდეს საკითხები და არა „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლით. ჩვენ ძალიან კულტურული ერი ვართ შინაგანად“,- აღნიშნავს ნინო ნადირაძე.