Digest Logo

„ბილეთი თირკმლის ფასი“„ბებიაჩემის 2 ძროხა შევაგდე გასაყიდად“ კიდევ კარგი კიტრი-პომიდვრის სეზონია“ - სოცქსელის გამოხმაურება Imagine Dragons-ის კონცერტს

1682002965
Imagine Dragons თბილისში

მოემზადე საქართველო! მოემზადე შეკვეთილო! მოემზადეთ ახალგაზრდებო და მოამზადეთ ხელფასები! მოიკელით სასმელ-საჭმელი და გადაინახეთ ფული აგვისტოსთვის, რადგან ზაფხულის მიწურულს „ბლექ სი არენაზე“ 6 კონცერტი გაიმართება.

NILE RODGERS & CHIC - 5 აგვისტო (Black Sea Arena)

FKJ - 6 აგვისტო (Black Sea Arena)

Damian Lazarus - 10 აგვისტო (The Social Space)

THE KILLERS - 15 აგვისტო (Black Sea Arena)

All Day I Dream - 18 აგვისტო (The Social Space)

Imagine Dragons - 31 აგვისტო (მიხეილ მესხის სტადიონი)

ეს ხომ სასიხარულო ამბავია, მაგრამ სოცქსელში მაინც ატყდა ერთი ამბავი და ბილეთების ფასზე ღლიცინი დაიწყეს. თანაც ჯერ ფასი ცნობილი არაა. ეს დაახლოებით ის მიდგომაა, თავს რომ აჩვევ მოსალოდნელ უბედურებას და თვითირონიას მიმართავ.

ჰოდა, ჯერ არ გაჟღერებულ ბილეთის ფასზე წუწუნი გახსნილად გამოცხადდა და გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

„გადამყიდველების დედის ტრა*ის გინებას ვხედავ“

„ბილეთი თირკმლის ფასი“

„გავიგეთ აგვისტოში რაღაცა ჯგუფები ჩამოდიან და ყველას ხელფასს დედა ააქვს მო**ნული“

„ბებიაჩემის ორი ძროხა შევაგდე უკვე გასაყიდად“
 
„ბავშვებს რომელ პლატფორმაზე ყიდიან კარგ ფასად?“ 

„აგვისტოში კიდევ კარგი კიტრი-პომიდვრის სეზონია“

„ლელა წურწუმია არ იქნება?“

„ვინმე ქართველი ამღერეთ, დრაკონები და სატანიზმი გვინდა კიდევ?!“ 

„მაგ პაპანაქება სიცხეში ტყავს გადაიძრობს ეს კაი ყმა“.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ ოჯახს, საშინელი ტრაგედიის გამო“ - თბილისში პიტბულმა ბივერ ტერიერი შეიწირა

რატო არ თხოვდება ბაბი კირკიტაძე - რას, ან ვის ელოდება მომღერალი?

🎥 არის თუ არა შეყვარებული ნუცა ბუზალაძე და როგორი მამაკაცის გვერდით იქნებოდა ის?