Digest Logo

„ბოლო კეთილია!!! სხვაგვარად ვერ იქნება!“ - თინა ხიდაშელი

1699465416
თინა ხიდაშელი

8 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.

ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ევროკავშირის ლიდერები 14-15 დეკემბრის სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიანიჭონ თუ არა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ეხმაურება და წერს:

„გილოცავთ ყველას ამ შუალედურ გამარჯვებას!

ისეთი ნახტომი გაგვეკეთებინოს, რომ დავეწიოთ და გავუსწროთ მოლდოვას და უკრაინას და პირველობის პრეტენზია დაგვბრუნებოდეს!!!

ბოლო კეთილია!!!

სხვაგვარად ვერ იქნება!“,- წერს ხიდაშელი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 👇

ევროკომისიამ საქართველოსთვის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა

🎥 8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა - ცოტა რამ მწერლის შესახებ

🎥 „რა შენი ტრ@@ის საქმეა. რა მჭირს მე საძებნელი, მეხვეწებიან დღე და ღამე, ნახევარი ამერიკა უკვე“ - გია სურამელაშვილი ყოფილს მიმართავს