Digest Logo

„ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ

1789280075
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

„ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ.

მსოფლიო რაგბის ერთა თასი 2026-ის ფარგლებში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე, ქართველი გულშემატკივრის წინ ითამაშებს. ტურნირის მეორე, წლის დასკვნით ეტაპზე, ბორჯღალოსნები შეხვედრებს თბილისში, „ავჭალასა“ და „მიხეილ მესხზე“ გამართავენ.

საქართველომ ერთა თასის პირველი სამი შეხვედრა ზაფხულში, სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე გამართა, სამი გამარჯვება მოიპოვა და ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს. კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი აშშ-ა, რომელმაც ასევე 14 ქულა მოაგროვა და ამერიკა - წყნარი ოკეანის ჯგუფში პირველ ადგილზეა. ნოემბრის მატჩების შემდეგ, ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ერთა თასის პირველ ჩემპიონებად გამოცხადდებიან.

ნოემბრის კამპანიას ბორჯღალოსნები 7-ში გახსნიან და “ავჭალაზე” კანადას დაუხვდებიან; 14 ნოემბერს ასევე “ავჭალაზე” ტონგას შეერკინებიან; ხოლო 21 ნოემბერს აშშ-ს “მიხეილ მესხზე” სატიტულო მატჩში შეხვდებიან.

შეგახსენებთ, ერთა თასის 12 მონაწილე გუნდი, გეოგრაფიული პრინციპით ორ ჯგუფში არიან განაწილებული. ა ჯგუფი (ამერიკის და წყნარი ოკეანის) კანადას, ჩილეს, სამოას, ტონგას, ურუგვაის და აშშ-ს აერთიანებს; ბ ჯგუფში (ევროპა, აზია და აფრიკა) საქართველო, ჰონკონგი, ზიმბაბვე, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი მოხვდნენ.

თითოეული გუნდი, ივლისისა და ნოემბრის ფანჯარაში, წრიული ფორმატით, მეორე ჯგუფის ყველა გუნდს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც, ორივე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი, ერთა თასის პირველ ჩემპიონად გამოცხადდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

🎥 დედა-შვილის მხიარული ინტერვიუ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს

🎥 „ჩვენი უსასრულო ბედნიერება“ - რა კადრებს გვიზიარებს დუეტი „ლეონი“