
ბორჯომში, ხუთსართულიანი შენობიდან 35 წლის კაცი გადავარდა და დაიღუპა.
„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ჯგუფს იგი გარდაცვლილი დახვდა.
გარდაცვლილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროში გადაასვენეს. ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
შემთხვევა 3 სექტემბერს მოხდა.