მომღერალი ნუცა ბუზალაძე ქართული შოუბიზნესის გამორჩეული სახეა, იგი ხალხმა კონკურსის „ახალი ტალღა 2014“ გამარჯვებულის ტიტულით გაიცნო და მას შემდეგ მისი წარმატება გრძელდება.
2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს. „1 არხი“ ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ვკითხულობთ, რომ ნუცამ ბროდვეის ახალი მიუზიკლის ქასთინგის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა.
„ზარი ნიუ იორკიდან ევროვიზიამდე ერთი დღით ადრე - ნუცამ ბროდვეის ახალი მიუზიკლის ქასთინგის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, საზოგადოება მას ამ წარმატებას ულოცავს.
„ბრავო ნუცა“
„საქართველოს სიამაყე“
„ნუცა წარმატებები“
„ბრავო, არ გაჩერდე“
„ჩვენი სუპერ ვარსკვლავი“ - წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძე ხვალ, 9 მაისს, „ევროვიზიის” სცენაზე, მე-11 ნომრად წარდგება. ევროპელი მსმენელის წინაშე ნუცა სიმღერას Firefighter შეასრულებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როდის გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსის უახლესი პროგნოზი
🎥 „ვაფრენ, რა ლამაზი ხარ“ - ლინდა ადამიას ცეცხლოვანი ვიდეო სანაპიროდან