Digest Logo

ბუბა კიკაბიძეს 19 ივლისს 86 წელი შეუსრულდებოდა

1721412925
ბუბა კიკაბიძე

მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 19 ივლისს 86 წლის გახდებოდა.

ვახტანგ-ბუბა კიკაბიძე 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. მღეროდა ანსამბლებში: „დიელო“, „რერო“. 1967 წლიდან იყო ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: გია („შეხვედრა მთაში“), ბენჟამენ ღლონტი („არ დაიდარდო“, 1968), გიორგი მიქელაძე („მე, გამომძიებელი“, 1971), პავლე („ვერის უბნის მელოდიები“, 1973), ვალიკო მიზანდარი („მიმინო“, 1977), ვახტანგი, დავითი, გივი, მუსიკოსი („იცოცხლე გენაცვალე“, 1981), და სხვ. იყო დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: „იცოცხლე გენაცვალე“ (1981), „მამაკაცები და სხვები“(1985); საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969), სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978). 2020 წელს იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 2023 წლის 15 იანვარს გარდაიცვალა. იგი ვერის სასაფლაოზეა დაკრძალული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მეხი დამეცა და თავზე დამემხო ცხოვრება...“ - პროფესორი ნინო აბაშიძე გარდაიცვალა

🎥 ელენე ეპიტაშვილის ნასროლი თაიგული გიორგი მამარდაშვილის დამ დაიჭირა - კულმინაციური მომენტი ვარსკვლავური ქორწილიდან

⭕„გოგო დღესასწაული“ - თიკა ფაცაციას ცეცხლოვანი ფოტოები