Digest Logo

„ბუმბერაზი, უსასრულო და ნამდვილი მოხევე ვაჟკაცი...“ - პოეტი თამაზ ქუშაშვილი გარდაიცვალა

1696942398
თამაზ ქუშაშვილი

მოხევე პოეტი თამაზ ქუშაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ხევის ამბები“ ავრცელებს და ფეისბუკზე გარდაცვლილის ფოტოებთან ერთად სამძიმრის წერილსაც აქვეყნებს.

„დიდი მწუხარებით გატყობინებთ რომ გარდაიცვალა გენიალური მოხევე პოეტი თამაზ ქუშაშვილი…
ჩვენთვის ძალიან ძნელია სიტყვებით გამოვხატოთ და გადმოგცეთ ის სევდა რასაც თამაზის გარდაცვალებით განვიცდით … 

თამაზი იყო ხევის მთებივით ბუმბერაზი, უსასრულო და ნამდვილი მოხევე ვაჟკაცი..დაგვიტოვა ძალიან ღრმა,გულში ჩამწვდომი მოხეური პოეზია რომელიც საუკუნეები გაჰყვება თაობებს და რომლის “მოხეურად ნათქომი სიტყო” სულ იარსებებს თამაზის ხსოვნასთა ერთად…

თამაზიმ მარადიულად უკვდავყო თავისი სახელი მის გენიალურ, მოხეურ ლექსებში   თამაზი ჩვენი გვერდის აქტიური გულშემატკივარი იყო… “ხევის ამბების” დაარსების პირველი დღიდან დაუღალავად გვედგა გვერდში და მის მიერ მოწოდებული საინტერესო ინფორმაციები ხშირად გაგვიზიარებია ჩვენს გვერდზე.ყოველთვის ვიამაყებთ რომ გვქონდა საშუალება პირადად გვცნობოდა და ჩვენს გვერდზე ხშირად მოგვესმინა მისი საინტერესო აზრები და მოგონებები…გულწრფელი შენიშვნები,პირადში მოწერილი ბევრი საინტერესო ისტორიები,რომელთაც დროთა განმავლობაში გაგიზიარებთ..

თამაზი ყოველთვის იყო ხევის და მოხევეების გულწრფელი პატრიოტი და გულშემატკივარი… ასეთად დაგვამახსოვრდება ის ჩვენ  ვიზიარებთ ოჯახის, ახლობლების და ხევის დიდ გულისტკივილს.. 
თამაზ, მშვიდად განისვენე ხევის არწივივით მგოსანო,სულ რომ არწივივით ნატრულობდი ხევის მთებისთვის ზემოდან თვალის გადავლებას…მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა შენს ვაჟკაც სულს  
თამაზ ქუშაშვილი მკურნალობდა საზღვარგარეთ და იქ გარდაიცვალა“, - წერია სამძიმრის წერილში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „ადამიანს ცხოვრებაში გარდაუვალი სამი ეტაპი აქვს - მორჩილება, თავისუფლება და შეგნება...“ - ანდრო დგებუაძე

🎥 „ხელოვნური ინტელექტი პროფესიებს გააქრობს... კაცობრიობას უზარმაზარი რევოლუცია ელოდება“ - ანდრო დგებუაძე

🎥 აიცილა თუ არა საქართველომ სახელმწიფო გადატრიალება, რას ამბობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში