ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში UFC-ის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მისი სტუმრობა ფონდისთვის მოულოდნელი იყო და ამავდროულად სასიხარულო.
„ფონდის დახმარების ცენტრში მერაბ დვალიშვილის მოულოდნელმა სტუმრობამ ძალიან გაგვახარა!
UFC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი სუპერმსუბუქ წონაში, ბუნებითაც ჩემპიონი ყოფილა - დრო უშურველად დაგვითმო - შეგვაქო, მოგვესიყვარულა, დაგვასაჩუქრა, ჩვენი ფონდის შვილობილების კეთილი ნების ელჩის მოვალეობა სიხარულით და სიამაყით იტვირთა და ამ საპატიო მოვალეობის პირნათლად შესრულება აღგვითქვა!
უფლის წყალობით, ულევი გამარჯვება შენ, ჩვენო ჩემპიონო მერაბ!“, - წერს ბერი ანდრიას ფონდი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ულამაზესი, ასაკი არ ეტყობა“ - კრისტი ყიფშიძე ათენიდან უახლეს ფოტოებს გვიზიარებს
⭕რა გრანდიოზული საჩუქარი გაუკეთა პაატა ხაჩიძემ ოჯახსა და საკუთარ თავს
⭕„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ ქამრით დავბრუნდი სამშობლოში!“ - მერაბ დვალიშვილი