ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი, ტაროლოგი, რომელიც „ფეისბუკზე“ Abagael Bagi-ის სახელით არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც თემაზე: კოსმოსური მტვერი“ და სიცოცხლის პანსპერმიის თეორია“ - წერს:
„კოსმოსური მტვერი“ და სიცოცხლის პანსპერმიის თეორია.
არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე სიცოცხლე არა აქ წარმოიშვა, არამედ კოსმოსიდან „დაითესა“. ამ ჰიპოთეზას ამყარებს მერჩისონის მეტეორიტი, რომელიც 1969 წელს ავსტრალიაში ჩამოვარდა.
მეტეორიტის შემადგენლობაში აღმოაჩინეს ორგანული ნაერთები, მათ შორის ამინომჟავები, რომლებიც ცილების „საშენ მასალას“ წარმოადგენენ.
უფრო საინტერესო კი ის არის, რომ ზოგიერთი ნიმუში შეიცავდა ისეთ ნახშირბადოვან სტრუქტურებს, რომლებიც დედამიწაზე არსებულ სიცოცხლის ფორმებზე ძველია — ზოგიერთი მათგანი 7 მილიარდი წლისაა, მაშინ როცა მზე მხოლოდ 4.6 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა.
ეს ბადებს კითხვას: ხომ არ ვართ ჩვენ ყველანი იმ უძველესი კოსმოსური მოვლენების შვილები, რომლებიც მზის სისტემის მიღმა, ჩვენთვის უცნობ სივრცეებში დაიწყო?“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „არ დაემსგავსო კაცისგან მიტოვებულ სახლს, რომელსაც ნელ-ნელა სარეველა ეპატრონება...“ - გია მურღულია
⭕„აანთეთ წითელი და ცისფერი სანთელი გვერდიგვერდ...“ - მარსის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ