
გადაცემის „პრაიმშოუ“ მთავარი თემა ბავშვი და გაჯეტთან ურთიერთობა იყო. აღნიშნულ თემაზე სხვადასხვა სფეროს ცნობილ წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
სტუმრების დიდი ნაწილი ერთხმად შეთანხმდა, რომ ტელეფონს უდიდესი ზიანის მიყენება შეუძლია მცირეწლოვანისთვის.
ამ აზრს იზიარებს მომღერალი გიორგი ძოწენიძე, რომელსაც 3 წლის შვილი ჰყავს:
„შეიძლება ბავშვი ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდეს.
ჩემს შემთხვევაში, ანიტას, ჩემს უფროსმა ქალიშვილს, რომელიც 3 წლის არის არ ჰქონია გაჯეტებთან შეხება, არც გმირები იცოდა, არც მულტფილმები იცოდა და მხოლოდ ჩემი მეუღლე რასაც აყურებინებდა მხოლოდ იმის გარშემო ჰქონდა ინფორმაცია.
რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად, ყველა ვარიანტში შედის ყველა ბავშვის ცხოვრებაში გაჯეტი, ტელევიზორი. უბრალოდ წარმოუდგენელია ამ რეალობაში სხვანაირად.
რა თქმა უნდა ტელეფონის გამოყენება დოზირებული უნდა იყოს“, - ამბობს გიორგი ძოწენიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕მსახიობი მიშელ ტრახტენბერგი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა
⭕„სიცოცხლისთვის საშიში პრეპარატი!“ - გიორგი ფხაკაძე ითხოვს „ნიმესილი“ აღარ გაიყიდოს