
მსახიობი თემურ გვალია სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც ხალისიანი თავგადასავლები და ისტორიები გაიხსენა.
„მე მსახიობობაზე ცხოვრებაში არ მიოცნებია და არ მიფიქრია. ვერც წარმოვიდგენდი, რომ სამსახიობოზე ჩავაბარებდი. ისე მოხდა, რომ ჩემი ბიძა მურმან ჯინორიაა. უნიჭიერესი მსახიობია. მამაჩემი მივიდა მასთან და უთხრა - მიშველე მეღუპება, რაღაცა ქენი და სადმე მოაწყვეო. წავედით სოფელი ჰქონდა სორდა, ნოქალაქევთან იქვე. იქ მელაპარაკებოდა რა ნიჭიერი ხარო და ამან შემიყოლია. მამა თანამდებობის პირი იყო და მადლობა ღმერთს, სწორ გზას დავადექი. იმ წელს ჩავაბარე, მაგრამ პირველ წელს ქულა დამაკლდა. მეორე წელს უკვე დამაკლდა კი არა იმდენი მქონდა, სხვებს ვასესხებდი“, - ჰყვება თემურ გვალია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვინ ვინ არის” - მაყურებლის საყვარელი, გრანდიოზული შოუ მეოთხე სეზონით ბრუნდება