
სალომე ჭაჭუა ერთ-ერთი პოპულარული პროფესიონალი მოცეკვავეა, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჭაჭუამ ლათინურამერიკული ცეკვის კარიერა საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო.
წლებია მას საზოგადოება ეკრანებიდან იცნობს. იგი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავეც გახლავთ.
სალომე ჭაჭუა საკმაოდ აქტიურია „ინსტაგრამზე“ და ხშირად გვიზიარებს ყოველდღიურობას.
ამჯერად იგი სტუმრად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იმყოფებოდა, სადაც თავის მოვლის რუტინასა და ყოველდღიურობაზე ისაუბრა:
„როგორც იქნა დავბრუნდი. ზოგადად ასე ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში ყოფნისთვის აუცილებელია ვარჯიში და სწორი კვება. ასევე ძილის რეჟიმიც. აუცილებელია კვირაში ოთხჯერ ან სამჯერ ვვარჯიშობდეთ. გარეგნულად ვერაფერს ვიზამთ თუ კვებით არ შევუწყვეთ ხელი. არ აქვს მნიშვნელობა სპორტსმენი ხარ თუ არა. თუმცა სპორტსმენებს უფრო გვაქვს დისციპლინა და ხშირად გვაქვს ტრავმები.
სამწუხაროდ ასე ხდება, რომ ქვეყნის გარეთ მიწევს მოღვაწეობა. ძალიან მომენატრა ქართველი მაყურებელი.
ჩემი ერთი დღე იწყება ძალიან ადრე 6-7 საათზე. მიჩვეული ვარ ამას. ბევრი სპორტსმენი გამიგებს. დილაც ძალიან მიყვარს და დღე მთავრდება 11-ის ნახევარზე. რობოტივით არ მაქვს თუმცა ასე ვარ მიჩვეული ბავშვობიდან“, - ჰყვება სალომე ჭაჭუა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
🎥 გაიცანით, ილია კევლიშვილი - კაცი, რომელიც 50 წელი რადიოში მუშაობს