Digest Logo

„ჩემი ოჯახის რძალი არ ყოფილა... ალბათ, დათოს მიყვანილი ჰყავდა“ - რას ამბობს დავით კოდუას დედა ალექსანდრა პაიჭაძეზე

1764566835
კოდუა და პაიჭაძე

ახალგაზრდა მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის შესახებ ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ. იგი საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ჯერ კიდევ წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობას პოპულარულ შოუებსა და პროექტებში იღებდა. მან განსაკუთრებული გარეგნობითა, პირადი ცხოვრებით და თავდაჯერებულობით უამრავ ადამიანს დაამახსოვრა თავი. 

გარდა ამისა, მას რომანი ჰქონდა ბიზნესმენ დავით კოდუასთან, რომელთანაც ერთი საერთო შვილი ჰყავს. 

ცოტა ხნის წინ, ალექსანდრამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ ბინიდან გააგდო.

აღნიშნულზე დავით კოდუას დედამ „პრაიმტაიმთან“ კომენტარი გააკეთა:

„ტყუილია, მე ბინიდან არავინ გამიგდია. ეგ ჩემი ოჯახის რძალი არ ყოფილა... ალბათ, დათოს მიყვანილი ჰყავდა. ის ბინა ჩემია და თურმე, მე მაბრალებს...“, - ამბობს ლაურა ღაჭავა.

„სამწუხაროდ დათოს დედამ გამოგვყარა, თუ დაშორდი ჩემ შვილს წადიო. წამოვედით უპასუხოდ და ბედნიერად!“, - წერდა ალექსანდრა პაიჭაძე. 

შეგახსენებთ, რომ პაიჭაძემ რამდენიმე თვის წინ დაწერა, რომ საყვარელ მამაკაცს, დავით კოდუას დაშორდა. მოდელს მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.

 

 ასევე დაგაინტერესებთ:

1-ელი დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ დეკემბერს საქართველოში

⭕ „თბილისის ჰაერი საგრძნობლად დაბინძურებულია მყარი ნაწილაკებით… გთხოვთ დაიცვათ შემდეგი რეკომენდაციები“ – ბიძინა კულუმბეგოვი

წყარო: primetime.ge