Digest Logo

„თბილისის ჰაერი საგრძნობლად დაბინძურებულია მყარი ნაწილაკებით… გთხოვთ, დაიცვათ შემდეგი რეკომენდაციები“ – ბიძინა კულუმბეგოვი

1764532924
ჰაერის დაბინძურება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს, სადაც ჰაერის დაბინძურების შესახებ წერს. 

იგი საზოგადოებას უზიარებს რეკომენდაციებს, რომელიც ამ დროს უნდა დაიცვან: 👇

„საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიხედვით, თბილისის ჰაერი საგრძნობლად დაბინძურებულია მყარი ნაწილაკებით (PM2.5 და PM10).

გთხოვთ დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებმა:

✅ დარჩით შენობაში და შეზღუდეთ ქუჩაში ყოფნის დრო

✅ მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას გარეთ

✅ არ გაანიავოთ საცხოვრებელი სახლი ან ოფისი, სანამ ჰაერის ხარისხი არ გაუმჯობესდება.

✅ გამოიყენეთ შესაბამისი ნიღაბი: N95 ან FFP2 ტიპის რესპირატორი (ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი ასეთი ზომის მყარ ნაწილაკებს ვერ აკავებს).

✅ მანქანაში ჩართეთ შიდა ჰაერის წმენდის რეჟიმი

✅ სახლი დაალაგეთ სველი წესით.

ჯანმრთელობას გისურვებთ!“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ შევინახოთ თაფლი, რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს და როგორ გავალღოთ ჩაშაქრებული თაფლი სწორად? - ირაკლი არაბულის რჩევები

⭕ „მოემზადე! ეს წელი არის გაღვიძება, ცხენის წელი არ მოდის ჩუმად — ის მოდის ქუხილით“ - როგორ იმოქმედებს წითელი ცხენი ზოდიაქოს ნიშნებზე?

🎥 „ყველანაირი გამოწვევა, რაც არის ცხოვრებაში, ადამიანმა უნდა გაიაროს თავაწეულმა“ - რას ჰყვება სალომე გოგიაშვილი