Digest Logo

„ჩემი პირველი მიზანი არის, რომ დაველაპარაკო ირაკლი ღარიბაშვილს. 25 წლით და ჩემი ბიოგრაფიით დავიმსახურე, რომ...“ - რას ამბობს ქეთი დოლიძე

1667575328
ქეთი დოლიძე

რეჟისორმა ქეთი დოლიძემ BMG-სთან ინტერვიუში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალისთვის დაფინანსების შემცირების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, წინა წლებში ფესტივალის დაფინანსება 800 000 ლარამდე იყო, წელს კი, კულტურის სამინისტრომ მას 230 000 ლარი გამოუყო.

„დამთავრდეს ეს ფესტივალი და მე მექნება რამდენიმე ძალიან მკაცრი შეკითხვა, რაზედაც უნდა მივიღო პასუხი. ყველაზე მთავარი არის სირცხვილი და იმიჯი შენი ქვეყნის. აქ უკვე კონკრეტულ ადამიანებზეა ლაპარაკი, რასაც აუცილებლად მოვახსენებ პრემიერმინისტრს. კულტურის სამინისტროსთან მე არაფერს აღარ გავარკვევ, ჩემი პირველი მიზანი არის, რომ დაველაპარაკო ირაკლი ღარიბაშვილს. მგონია, რომ 25 წლით და ჩემი ბიოგრაფიით დავიმსახურე, რომ როცა მინდა შეხვედრა, შევხვდე. ჯერ კიდევ მაქვს ირაკლი ღარიბაშვილის იმედი. კულტურის მინისტრის იმედი არ მაქვს“, - განაცხადა ქეთი დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 ხმაური თბილისის საკრებულოში - დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

🎥 „3-ჯერ რომ გეტყვიან, სიმსივნე გჭირს და შეიძლება მოკვდეო... გადავაფასე ცხოვრება, რაღაცნაირად უნდა იპოვოთ ძალა, რომელიც გადაგარჩენთ“ - ლილე ჩხეტიანი

🔵„არჩევანის წინაშე დადგა - უნდა დაეწყო დიალიზის პროცედურა ან თირკმელი გადაენერგა... დონორი მისი 27 წლის ძმა გახდა“ - 33 წლის ხატია ვარდიაშვილის ისტორია