Digest Logo

„ჩემი სუპერძალა არის ლელა წურწუმია, ყველა ადამიანს ვუსურვებდი, ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდეს გვერდით“- მამულიჩა ლელა წურწუმიაზე

1712823778
მამულიჩა და ლელა

პროდიუსერი კახი მამულაშვილი „შენი დილის“ ერთ-ერთი რუბრიკის სტუმარი იყო, სადაც კარიერაზე, ოჯახზე და მეუღლეზე ისაუბრა.

კახიმ ლელა წურწუმიასთან პირველი შეხვედრა და ურთიერთობის დასაწყისი გაიხსენა.

„ჩემი სუპერძალა არის ლელა წურწუმია, ყველა ადამიანს ვუსურვებდი, ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდეს გვერდით.

ლელა პირველ რიგში ჩემთვის მეგობარია. არასდროს მქონია ჩემი ცხოვრების წესი დამალული, ანგელოზი არ ვარ, მაგრამ არაფერი დასამალი არ მქონია და არც მექნება. ბოლოს ვიცინე ლელას ანეკდოტზე, ლელა ამაში პროფესიონალია. 

ვერაზე იყო რაღაც ბარი, იქ ვნახე პირველად, ჩვენთან უნდა ემღერა, მივედი და ვუთხარი, გამარჯობა მე ვარ მამულიჩა, გთხოვთ, რომ ხვალ გამოცხადდეთ.

რაღაცნაირად გამომხედა, მაგრამ მოვიწვიეთ და მობრძანდა“,- აღნიშნავს კახი მამულაშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„გონზე არ ხართ იმ კანონში რა წერია, თქვენ რომ რუსულს ეძახით - დროა გამჭვირვალე იყოს, ვინ რას სჩადიხართ, კარგად გამოჩნდება ქვეყნის მტრები და რუსეთის მეხოტბეები“ - ნინო კვაჭანტირაძე

⭕„ჩემი ლამაზი გოგოს დაბადების დღეა! შენ იმსახურებ ყველაფერს კარგს და გექნება კიდეც!“ - ზურა ხაჩიძე ნინი ქარსელაძეს დაბადების დღეს ულოცავს

⭕აშშ-ში 28 წლის ბიჭს ეძებენ