
თეატრმცოდნესა და ტელეწამყვანს ნიკოლოზ წულუკიძეს 2022 წელს 2 წლის შვილი ტრაგიკულად დაეღუპა. მცირეწლოვანი კორპუსის მე-10 სართულიდან გადავარდა. ტრაგიკულმა შემთხვევამ იმ დროს მთელი საქართველო შეძრა.
ნიკოლოზი აღნიშნულ ტრაგედიაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებს, თუმცა „სალომე კასრაძის პოდკასტში“ ცხოვრების მძიმე წუთები გაიხსენა:
„ქუჩაში რომ გამოვიდოდი, 10 მანქანა ჩერდებოდა, გადმოდიოდნენ, გეფერებოდნენ, გეხუტებოდნენ და გეკითხებოდნენ, სად მიდიხარ წაგიყვანთო. ეს გამოხატული სიყვარული, სამწუხაროდ მარტო ტრაგედიის და განსაცდელის დროს ვიცით. როგორც კი სიხარულია, ამას ვერ ვიზიარებთ, საუბედუროდ. მაგრამ ამ დროს ეს არის ერთადერთი გადარჩენა, როცა შენ ყველგან გრძნობ ვიღაცას.
სულ მახსოვს, პანაშვიდების დროს, მხარზე სულ ვიღაცის ხელი მედო. ადამიანების საქციელები გახსოვს. მერე შენ თავად ხდები ვალდებული, იგივე განსაცდელში მყოფ ადამიანებს შენებურად დაეხმარო.
ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ჩვენ შევძლოთ, მარტო ვალდებულების გამო პანაშვიდზე კი არა, ბედნიერ ადამიანს არ დავეხმაროთ კი არა, ხელი არ შევუშალოთ ამ ბედნიერებაში. არ გამაღიზიანოს მე კიტას {ტრაგიკულად დაღუპული შვილი} ხელა ბიჭის და მამის ერთმანეთში ჩახუტების ნახვამ. რამაც მე გამაღიზიანა, მაგრამ სულ ჩემ თავთან მქონდა მორალური შეუთავსებლობა, რომ ვკარგავ ადამიანობას, რაკი მშურს იმის, რასაც მე ვეღარ გავაკეთებ.
რაღაც პერიოდის მერე, როგორც კი მე ამ სცენის დანახვამ მასიამოვნა, მივხვდი, რომ ჩემში ადამიანობამ გაიმარჯვა“, - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.
@salomekasradzepodcast უფრო მეტი ნახეთ YouTube-ზე ,,სალომე კასრაძის" პოდკასტში
♬ original sound - სალომე კასრაძის პოდკასტი
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კადრი, რომელსაც უშენოდ ვერ წარმოვიდგენდით“ - დაღუპული შორენა ონიანის მეუღლე ოჯახურ ფოტოს გვიზიარებს
🎥 როგორ ატარებს ზაფხულის ცხელ დღეებს თამაზა - სოცქსელის ვარსკვლავი მხიარულ კადრებს გვიზიარებს