
„პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბავს გვიზიარებს.
წყვილს 20-წლიანი მოლოდინის შემდეგ, ტყუპები შეეძინა.
ახალშობილი ნია და ნუკა ლუტიძეები თავს კარგად გრძნობენ.
„20-წლიანი მოლოდინის შემდეგ ჩვენს კლინიკაში ნია და ნუკა ლუტიძეები დაიბადნენ.
დედიკოც და პატარებიც თავს შესანიშნავად გრძნობენ.
ეს არ არის მხოლოდ დაბადება — ეს არის ოცნების ასრულება, მოთმინების, რწმენის და იმედის გამარჯვება. 20 წელი სიჩუმეში, ხანგრძლივ მკურნალობაში, ბევრ მცდელობაში, ლოცვებში და უსაზღვრო მოლოდინში… და აი, დღეს ყველაფერი, ჩვენთან ერთად, ფერად რეალობად იქცა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ ატარებს ზაფხულის ცხელ დღეებს თამაზა - სოცქსელის ვარსკვლავი მხიარულ კადრებს გვიზიარებს
⭕ცნობილია სად გაიმართება ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი
⭕„ულამაზესი ხარ, დედოფალო“ - თამო ვაშალომიძემ სოციალური ქსელის გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა