Digest Logo

„ჩემი ტანსაცმელი იმდენ ადამიანს ეცვა, ტირილი მომინდა...“ - რას ჰყვება დემნა გვასალია

1712471233
დემნა გვასალია

Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორის, მოდის დიზაინერის, დემნა გვასალიას მოთხრობილ ამბავს სოციალურ ქსელში  Demna Daily  აქვეყნებს.

დემნა ამბობს, რომ ახალგაზრდები თვეობით აგროვებენ ფულს, რათა მისი შექმნილი მაისურები შეიძინონ. 

„მე დიდი აუდიტორია მყავს. სოციალურ ქსელებში 10 მილიონზე მეტი გამომწერი გვადევნებს თვალს. მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან უმრავლესობა ახალგაზრდაა. ისინი ჩვენს ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან. გაკვირვებული ვიყავი, როდესაც ბრუკლინში თინეიჯერების ჯგუფის შესახებ გავიგე. ისინი ფულს თვეები აგროვებენ, რომ ჩვენი მაისურები შეიძინონ. ჩვენზე ყველაფერი იციან, უბერ-თაობა მოდის. ნიუ-იორკში, პარიზში და ციურიხში ახალგაზრდები ხშირად მაჩერებენ. სენტიმენტალური არ ვარ, მაგრამ ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში ვიყავი. ქუჩებში ჩემი ტანსაცმელი იმდენ ადამიანს ეცვა, ტირილი მომინდა“, - ამბობს დემნა გვასალია.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 შოკის მომგვრელი ინტერვიუ ქალთან, რომელსაც აბორტის გაკეთებას ნაყოფის სქესის გამო აიძულებდნენ

„დედიკო“ - ნახეთ, ინგა გრიგოლიას რა ფოტოს აქვეყნებს მისი შვილი

სახალისო ტორტი, ამღერებული ცნობილი სახეები და გრანდიოზული წვეულება - როგორ აღნიშნა რატი დურგლიშვილმა დაბადების დღე