Digest Logo

🎥 „ჩემი ცხოვრებისთვის მაგალითი და გმირი შევქმენი, მას ბაბუაჩემი დავარქვი...“ - რას ჰყვება რომან დოლიძე?

1739476221
რომან დოლიძე

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

„საქართველოში მინდა ვიცხოვრო. ყველაზე მნიშვნელოვანია სად ავღზრდი შვილებს. ახლა მესამე ბიჭს ველოდები და სხვა ადგილი არ მეგულება უკეთესი სადაც ჩემს შვილებს ავღზრდი.

საკმაოდ რთული სპორტია, ჩემი მშობლებიც არ უყურებენ ბრძოლას. ჩემთვის ჩამოყალიბდა, როგორც სამსახურია. თავდაპირველად ფეხბურთი, შემდგომ უკრაინაში წავედი და შერეული ორთაბრძოლებით დავკავდი. ყველაფერი ჩემი სამსახურია და ვცდილობ კარგად გამომივიდეს.

ყველაზე რთულია მოსამზადებელი პერიოდი. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის ემოციები, რასაც ჩვენ ქვეყანაში ვგრძნობთ, რადგან ყველა უყურებს და გვყავს ორი ჩემპიონი. მე და გიგა ჭიკაძე ათეულში ვართ, გურამი ახლოსაა. ბუნებით ძალიან ხისტი ადამიანი ვარ და სადაც მივდივარ ყველგან რომან დოლიძე ვარ.

ბაბუას სიყვარული ჩემთვის მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანს სჭირდება სწორი მაგალითი და გმირი. ბაბუას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს გაზრდაში, როდესაც წამოვიზარდე, მივხვდი რომ ის ადამიანი არ მყავდა, ვისაც გმირს ვუწოდებდი. ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრებისთვის მაგალითი და გმირი შევქმენი, მას ბაბუაჩემი დავარქვი “, - ჰყვება რომან დოლიძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „ყველამ დაიწყო საუბარი ეს ის გოგოა, ადრე სად იყურებოდი... გავიპარეთ“ - რომან დოლიძის მშობლების სიყვარული ისტორია

🎥 „ნიუ იორკი...“ - რა კადრებს აქვეყნებს მაკა ზამბახიძე?

⭕„თუ მოგწონს ტკივილი, მაშინ...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე?