Digest Logo

„ჩემმა დეიდაშვილმა, რომელთან ერთადაც გავიზარდე, ისე განიცადა, რომ ცუდად გახდა...“ - რას იხსენებს ალექსანდრე ზაზარაშვილი

1778761121
ალექსანდრე ზაზარაშვილი

ალექსანდრე ზაზარაშვილის „უცნობი მხარე“👇

– ვინ არის ალექსანდრე ზაზარაშვილი?

ალექსანდრე ზაზარაშვილი: მეოცნებე.

– როგორია შენი საოცნებო ცხოვრება?

– მინდა, ოჯახი ახლოს მყავდეს. იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ამერიკაში ვცხოვრობ და ოჯახისგან შორს ყოფნა რთულია. ახლო მომავალში ყველაფერი კარიერას უკავშირდება. შორეულ პერსპექტივაში კი, უბრალოდ, მინდა, მომავალში წყნარი ცხოვრება მქონდეს, რომ მშვიდად ამოვისუნთქო. სულ მუშაობაში ვარ და მინდა, მივაღწიო ეტაპს, როცა მშვიდად დავტკბები ცხოვრებით ჩემი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ხარ?

– თან – ძალიან, მაგრამ იმავდროულად, საერთოდ არა. უცნაური შერწყმაა, მაგრამ ასეა. ზოგჯერ მე თვითონაც ვერ ვხვდები, რა დროს შეიძლება, ვიყო ემოციური. არის მომენტები, როცა წესით, ძალიან ემოციური უნდა ვიყო, მაგრამ რეალურად, ძალიან ცივი გონებით ვმოქმედებ. თუ ემოციებს აჰყვები, შესაძლებელია, ბევრი შეცდომა დაუშვა. შინაგანად ძალიან ემოციური ვარ, უბრალოდ, ცხოვრებამ ამის კონტროლი მასწავლა.

– როდის გიტირია სიხარულის ან მტკივნეული ცრემლებით?

– სიხარულის ცრემლებით ბოლოს მაშინ ვიტირე, როდესაც „ვოისი“ მოვიგე. მაშინ 12 წლის ვიყავი.

რაც შეეხება ტკივილით გამოწვეულ ცრემლებს, დაახლოებით, სამი წლის წინ, რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ, პირველად ჩამოვედი საქართველოში და წასვლისას, როცა ჩემს ახლობლებს ვემშვიდობებოდი, ძალიან გამიჭირდა. ყველა ძალიან მენატრებოდა, ძლივს მოვახერხე მათი მონახულება და ისევ განშორების დრო რომ მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თავს ვუთხარი, ალექსანდრე, მოდი ცრემლები არ გვინდა, ვერ შევძელი თავის შეკავება და ცრემლები წამსკდა. ჩემმა დეიდაშვილმა, რომელთან ერთადაც გავიზარდე, ისე განიცადა, რომ ცუდად გახდა... მე ხშირად არ ვტირი, მაგრამ მაგ მომენტში, მთელი ოჯახი ერთად ვტიროდით.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სამი თვის ფეხმძიმეა ჩემზე...“ - გია ჯაჯანიძე დედის ახალგაზრდობის ფოტოს გვიზიარებს

„ადამიანს არ ძალუძს, დაინახოს იესო ქრისტე როგორც ჭეშმარიტება, როგორც განკაცებული ღმერთი“ - თეოდორე გიგნაძე

„ერთადერთი ქართველი ხარ, ვინც...“ - რას წერენ შორენა ბეგაშვილის ახალ ფოტოებზე

წყარო: tbiliselebi.ge